ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №3 - 10
2012 წლი ს 30 მარტი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით (საქართველოს რესპუბლიკა, 25.10.2006წ., №209) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე- 3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახური;“;
ბ) მე -9 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) განიხილავს ქალაქ თბილისის მერიის სისტემის სტრუქტურული ერთეულების და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ანგარიშებს, უდგენს მათ სამოქმედო ინსტრუქციებს და აძლევს რეკომენდაციებს.“;
გ) მე -16 მუხლის:
გ.ა) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქალაქო სამსახურები , მათი ფუნქციების და უფლებამოსილებების შესაბამისად, ერთიანდებიან ეკონომიკურ, სოციალურ, კომუნალურ, საქალაქო მეურნეობის და კონტროლის და ზედამხედველობის ბლოკებად. თითოეული ბლოკის საქმიანობას , გარდა კონტროლისა და ზედამხედველობის ბლოკისა, მერის მიერ მათ შორის ფუნქციების განაწილების შესაბამისად , ხელმძღვანელობს მერის ერთ-ერთი მოადგილე. საქალაქო სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მერი. “;
გ.ბ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მერიის სისტემის ორგანოების და მოსამსახურეთა საქმიანობის შიდა კონტროლი და კანონიერების დაცვის მონიტორინგი . “.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ . სამადაშვილი