„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5/11
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2012-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-04
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.111.016124
„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს

დადგენილება №5/11

2012 წლის 28 მარტი

ქ. ფოთი

,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის –ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში (სსმ, 03/06/2011 წელი, კოდი 010260020.35.111. 016092), კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო ცენტრის უბანში;

ბ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო კუნძულის უბანში;

გ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო ნაბადის უბანში;

დ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო მალთაყვის უბანში .”.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე          ი . საღინაძე

კრებსითი — სრული ვერსია