„დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-05
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.156.016097
„დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2012 წლის 28 მარტი

ქ. დმანისი

,,დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 მუხლი 1.

შევიდეს ცვლილება ,,დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №3-12 დადგენილების (სსმ, 02.03.2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 2700770000.35.156.01604) დანართი №1-ის ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები’’ მე-3 პუნქტის ,,გამგეობა (გარდა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურისა)“ ,,ზ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება; კერძოდ, ნაცვლად ,,ელექტრიკოსი“ ჩაიწეროს ,,ტექნიკოსი“.

მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბ . მგელაძე

კრებსითი — სრული ვერსია