საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 74 /ნ
2012 წლის 2 9 მარტი
ქ. თბილისი
,,უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებ აში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების – დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანებ აში ( ვებგვერდი, 110725031, 28.07.2011 სარეგისტრაციო კოდ ი 430210000.22.022.016163) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ,, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმ ის“ (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ის დაწესებულებები, რომელთაც ავტორიზაცია გაუუქმდათ ამ პუნქტის ამოქმედებამდე, უფლებამოსილნი არიან გასცენ ამ დანართით გათვალისწინებული დიპლომი ამ პუნქტის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული უფლებამოსილებით სარგებლობენ ასევე ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებშიც აღარ ირიცხებიან პირები.“;
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ა. სეფერთელაძე