საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №27
2012 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისმე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაა დ გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაა დ გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის №45 ბრძანების (სსმ, 64, 07/06/2010) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაა დ გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის, მიგრანტთათვის, თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილ ის ან ჰუმანიტარული სტატუს ის მქონე პირ თა თვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში.“ .
2. დებულების მე-4 მუხლის მე- 5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) კომპეტენციის ფარგლებში იურიდიულ კონსულტაციას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს, მიგრანტებს, თავშესაფრის მაძიებელ , ლტოლვილ ის ან ჰუმანიტარული სტატუს ის მქონე პირებს; “.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. სუბელიანი