„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
113
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-29
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016786
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 113

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 „სს „საპარტნიორო ფონდის “ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის № 230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge , 08/06/ 2011, 040030000.10.003.016390) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე‑5 მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ‑მინისტრი. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს მთავრობის 4 წარმომადგენელი და კერძო სექტორიდან მოწვეული 4 პირი.

2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეყვანის მიზნით, სსიპ – საქართველოს სავაჭრო‑სამრეწველო პალატა და ა(ა)იპ – საქართველოს ბანკების ასოციაცია ერთობლივად საქართველოს მთავრობას წარუდგენენ 4 შეთანხმებულ კანდიდატს საბანკო‑საფინანსო სფეროდან.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი            ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია