“სამშენებლო ნორმების და წესების -“სეისმომედეგი მშენებლობა” (პნ 01. 01-09) დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 ოქტომბრის №1-1/2284 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/853
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-30
სარეგისტრაციო კოდი
330010040.22.024.016165
“სამშენებლო ნორმების და წესების -“სეისმომედეგი მშენებლობა” (პნ 01. 01-09) დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 ოქტომბრის №1-1/2284 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1 - 1/853

2012 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„ სამშენებლო ნორმების და წესების –„ სეისმომედეგი მშენებლობა” (პნ 01. 01-09) დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 ოქტომბრის №1-1/2284 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
 მუხლი 1. „ სამშენებლო ნორმების და წესების” – „ სეისმომედეგი მშენებლობა” (პნ 01. 01-09) – დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 ოქტომბრის №1-1/2284 ბრძანებით (სსმ III, 21.10.2009, №128, მუხ. 1477) დამტკიცებულ „ სამშენებლო ნორმების და წესების” – „ სეისმომედეგი მშენებლობა” (პნ 01. 01-09)” (შემდგომში – წესები) შეტანილ იქნეს ცვლილება და წესების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:

„ 20. კონკრეტული სამშენებლო მიწის ნაკვეთისათვის, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს მოცემული დასახლებისათვის ბალებში დადგენილი სეისმურობის სიდიდის კორექტირება”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                              დ. გიორგაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია