საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 110
2012 წლის 23 მარტი
ქ . თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად , „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ( სსმ , 2005 წ ., მუხ . 1068 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების :
1 . მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა - მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ , მაგრამ არა უმეტეს 5 წლის ვადაში განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა . ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისათვის ერთჯერადად დამატებით არა უმეტეს 5 წლის ვადის დადგენის თაობაზე. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა - მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია , არა უგვიანეს შესწავლის ვადის ამოწურვისა კანონმდებლობით დადგენილი წესით სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად წარადგინოს შესწავლის მასალები და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებისთანავე ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა ( ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით ) ;“.
2. 71 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6 . ამ მუხლის მე - 4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას , ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში . “ .
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ- მინისტრი ნ . გილაური