„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
109
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-29
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.016782
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 109

2012 წლის 23 მარტი

ქ . თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენი ­ ლებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/01/2012, სარეგისტრა­ციო კოდი – 390050010.10.003.016674 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დად­გე­ნი­ლების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. გარდამავალი დებულება

იმ შემთხვევაში, თუ ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, ტყითსარგებლობის შესახებ შე­სა­ბამისი ხელშეკრულების ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოყოფილი ტყეკაფის მასალები არ ით­ვალისწინებს ხე-ტყის დატვირთვის ადგილის მითითებას (გარდა სოცია­ლუ­რი ჭრისა), სავალდებულოა, რომ 2012 წლის 15 მაისამდე შესაბამის მართვის ორგანოში წარდგენილ იქნეს ინფორმაცია – აუთვისებელი ტყეკაფების ად­გილ­­მდებარეობის ნახაზი (აბრისი) მასშტაბით 1:10000 ან 1:25000, რომელზეც, „ტყით­სარგებლობის წესით“ დადგენილ სხვა ინფორმაციასთან ერთად, ასევე დატანილი უნდა იქნეს ხე-ტყის დატვირთვის ადგილი GPS კოორდინატის მითითებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია