„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
108
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-29
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.016781
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 108

2012 წლის 23 მარტი

ქ . თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლი­ცენ­ზ ­ ი ­ ­ების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თა­ ­ ობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 და­დ­გე ­ ­ნილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1066) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე- 4 მუხლს დაემატოს შემ­დეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტ ები :

„8. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე და ­­ ფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის და­მა­დას ­ ტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვა ­ დაში.

9. აუქციონში გამარჯვებულმა ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტი ­ ლებ ­ ით , აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფას ­ ის გადახდამდე, სალიცენზიო მოწმობის გაცემამდე შეიძლება განახ ­ ორ ­ ც ­ ი ­ ელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია