„ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მერის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2012-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-03
სარეგისტრაციო კოდი
010260040.52.101.016045
„ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ.თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქ. თბილისის მერის

ბრძანება № 3

2012 წლის 28 მარტი

ქ.თბილისი

„ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის №3 ბრძანებით (გაზეთი „24 საათი”, 12.01.2007წ., №4 ) დამტკიცებულ ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულებაში შევიდეს ცვლილება :

ა) მე-6 მუხლის „ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ე) გამგებლის შესაბამისი დარგის მოადგილის წარდგინებით, მერთან შეთანხმებით (გარდა გამგეობის სამსახურების (განყოფილებების) უფროსებისა), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა უფროსებს;’’;

ბ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამგეობის სამსახურის (განყოფილების) საქმიანობას წარმართავს სამსახურის (განყოფილების) ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.’’.

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გ. უგულავა

 

კრებსითი — სრული ვერსია