საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2- 51
2012 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის ბრძანება №2-43 - ვებგვერდი, 23.02.2015წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-143 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტის თანდართული დებულება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის ბრძანება №2-43 - ვებგვერდი, 23.02.2015წ.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. გოროზია
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის ბრძანება №2-43 - ვებგვერდი, 23.02.2015წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენეტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი, რომელიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის ბრძანება №2-43 - ვებგვერდი, 23.02.2015წ.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მელიორაციის სფეროს განვითარების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება;
ბ) მიწის რაციონალურად გამოყენების, ნიადაგის კონსერვაციის, ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯებესების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა;
გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
დ) ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნობრივი პროგრამების მომზადების ორგანიზება;
ე) მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტების განხილვა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-143 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის ბრძანება №2-43 - ვებგვერდი, 23.02.2015წ.
მუხლი 3. დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ასრულებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაწესებულ მოთხოვნებს;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;
დ) ზედამხედველობს და ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებს;
ე) მონაწილეობს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებაში;
ვ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი მითითებების შესრულებას და დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ამ დავალებებს;
ზ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის;
თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას;
გ) პასუხისმგებელია მინისტრის და მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
დ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში;
ე) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
6. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
7. სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის და პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობაზე;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციებს მოხელეთა შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ე) ეცნობა და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ მასალებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებასა და საქმისწარმოების დადგენილი წესების დაცვას;
ზ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
თ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ხელმძღვანელს სამმართველოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ;
ი) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარატმენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
8. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;
ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;
გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.
9. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.
მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები:
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ნიადაგის მელიორაციის სამმართველო;
ბ) მიწათსარგებლობის სამმართველო.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-143 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 20 თებერვლის ბრძანება №2-50 - ვებგვერდი, 20.02.2014წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №2-71 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.
მუხლი 5. მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები
1. ნიადაგის მელიორაციის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) მელიორაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში შპს „საქართველოს მელიორაციის“ მმართველი პირის უფლებამოსილების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით ცალკეული ობიექტების და მათზე გასატარებელი სამელიორაციო ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობა;
ე) მიწების მელიორაციის მიმართულებით სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია;
ვ) ნიადაგების ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეომონაცემთა ბანკის შექმნაში მონაწილეობა;
თ) ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების შენარჩუნება- გაუმჯობესების შესახებ მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. მიწათსარგებლობის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიხედვით მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების (ნიადაგის ატლასი) ერთიანი გეოინფორმაციული სისტემის შექმნაში მონაწილეობა;
ბ) მიწის კონსოლიდაციის მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტების განხილვა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანება №2-143 - ვებგვერდი, 17.06.2013წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 20 თებერვლის ბრძანება №2-50 - ვებგვერდი, 20.02.2014წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის ბრძანება №2-43 - ვებგვერდი, 23.02.2015წ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №2-71 - ვებგვერდი, 24.04.2017წ.