საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2- 50
2012 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის № 2-89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის № 2-89 ბრძანებაში (სსმ III, 27.04.2009 წ. , № 50, მუხლი 564) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს ან/და ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებელებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივ ი აქტების პროექტებს;“
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ . გოროზია