მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-21
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.109.016060
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2012 წლის 23 მარტი

ქ. მარტვილი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ მ” ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” თანახმად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შემოღებულ იქნე ს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები, თანახმად  დანართისა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის № 3 დადგენილება.

3. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა.

საკრებულოს  თავმჯდომარის მ. შ

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                ბ. მიქავა

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის დადგენილება №1 1 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.

 

დანართი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 0.8 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 ლარით.

2.  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;

ბ) თითეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 35 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10 %;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500 ლარი.

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელია  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს.

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:

ა) ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარი;

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 10 ლარი.

 

კრებსითი — სრული ვერსია