„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
96
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-28
სარეგისტრაციო კოდი
140010000.22.033.016341
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №96

2012 წლის 2 7 მარტი

ქ. თბილისი

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის  ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში (სსმ III, 03.08.2005წ., №91, მუხ.1035) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

1. ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) მე-2 პუნქტის „ჰ.ჰ.კ“ და „ჰ.ჰ.კ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ.ჰ.კ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი, პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – პროფესიული დიპლომი, სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი;

ჰ.ჰ.კ1) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატი; საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული დიპლომის დუბლიკატი;“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ (დანართი №2):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამართალსუბიექტები ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის სააგენტოს წარუდგინონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ენის სისწორის თვალსაზრისით შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).“;

ბ)მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშის (პროექტების) შეთანხმების თაობაზე, შესაბამის ნიმუშთან (პროექტთან) ერთად;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . გვინდაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია