„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-02
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.151.016095
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №19

2012 წლის 23 მარტი

დ აბა სტეფანწმინდა

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს № 12 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (სსმ , №26 ,17.09.2010 , მუხ.706) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება :

1. დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ,,პ ”, „ჟ ”, „რ“ ქვეპუნქტები:

„პ) გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებისა და დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა -ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის დაკისრების შესახებ;

ჟ) იღებს გადაწყვეტილებას სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომა სშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით დამატებითი ადგილების გამოყოფის თაობაზე;

რ) იღებს გადაწყვეტილებას გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების გამოყოფაზე დაბა სტეფანწმინდის ქუჩებზე, საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი გზების მიმდებარე და სოფლების ცენტრალური ქუჩების ტერიტორიაზე. ”.

2. დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ,,კ“ ქვეპუნქტი:

„კ) „მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური“ .

 3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები .

   მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიული ორგანო;

    (სამოქმედო ტერიტორია: დაბა სტეფანწმინდა, სოფლები: ცდო და გველეთი);

 ბ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სნოს ტერიტორიული ორგანო;

     (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სნო, აჩხოტი, კარკუჩა, ახალციხე, ჯუთა, ქოსელი,

    ართხმო);

 გ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის ტერიტორიული ორგანო;

     (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სიონი, არშა, გარბანი, გაიბოტენი, თოთი, ფანშეტი, ვარდისუბანი);

დ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  გორისციხის ტერიტორიული ორგანო;

    (სამოქმედო ტერიტორია –  სოფლები: გორისციხე, ფხელშე, ტყარშეტი, ხურთისი, ყანობი);

ე) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის ტერიტორიული ორგანო;

    (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კობი, უხათი, ალმასიანი, აბანო, გიმარა, დესი, ზემო   ოქროყანა,    ქვემო    ოქროყანა,   შევარდენი,   ცოცოლთა,   კართსოფელი,  კეთრისი, ტეფი, ბურმასიგი, სუატისი, რესი);

 ვ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  გუდაურის ტერიტორიული ორგანო;

   (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გუდაური, განისი, ერეთო, სოკურიანი, ფალაგყაუ,

   ქუმლისციხე) .”.

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                         გ. მალანია

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია