,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-28
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.126.016065
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 12

2012 წ ლის 16 მარტი

ქ. თერჯოლა

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის № 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 2 0 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის № 2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიების ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%. “,

2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარი. “.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ტ. ფანჩულიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია