საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 68 /ნ
2012 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/01/2012; 26/01/2012; სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.022.016285) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,1.7.’’ ქვეპუნქტი:
,,1.7. მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება – (ყოველთვიური გადასახადი) 800 ლარი.’’.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი