„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
101
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-26
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016774
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 101

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011. 040030000. 10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“ მე-2 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„20

 

 

 

 

 

საწარმოებში წინა საიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი, რომელიც ხორციელდება დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არაკეთილსაიმედო ქვეყნებში („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე‑5 მუხლის მე‑5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში)

მოსაზღვრე ქვეყნები

1600 აშშ დოლარი

აღმოსავლეთ ევროპა

1800 აშშ დოლარი

დასავლეთ ევროპა

2 000 აშშ დოლარი

აზია

8 000 აშშ დოლარი

ჩრდილოეთ აფრიკა

5000 აშშ დოლარი

სამხრეთ აფრიკა

6000 აშშ დოლარი

ავსტრალია

4500 აშშ დოლარი

ჩრდილოეთ ამერიკა 

4000 აშშ დოლარი

სამხრეთ ამერიკა

5 000 აშშ დოლარი“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                       ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია