საქართველოს კანონი
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, № 19-20, 30.05.1998, გვ. 19) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21 . ამ კანონის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული სასაქონლო ნომენკლატურის 2844 კოდით (ელემენტები ქიმიური რადიოაქტიური და იზოტოპები რადიოაქტიური (დაყოფადი ან აღმდგენელი ქიმიური ელემენტების ან იზოტოპების ჩათვლით) და მათი ნაერთები; ამ პროდუქტების შემცველი ნარევები და ნარჩენები) გათვალისწინებული პროდუქციის იმპორტი არ საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებულ ნებართვას , როდესაც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო დიაგნოსტიკის ან/და სამედიცინო სამკურნალო მიზნით გამოყენებისათვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 20 მარტი.
№5914 –რს