ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-27
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.128.016084
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  

დადგენილება №11

2012 წლის 19 მარტი

დ. ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტ კიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტ კიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში“ (საკანონმდებლო მაცნე №14, 2010 წლის 19 აგვისტო, მუხლი 348) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამკიცების შესახებ“

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებე ლი“.

 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „თ“  ქვეპუნქტი:

„თ) სოფლის მეურნეობის სამსახური“.

 3. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-13 მუხლის მე- 3

 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, მუნიციპალიტეტის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, ქალაქთ მშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება- დამუშავება და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, გარემოს დაცვის და მიწის მართვის ორგანიზება და კონტროლი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება- განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“.

 4. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე- 13 მუხლს დაემატოს მე- 8 პუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. სოფლის მეურნეობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული  პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის  მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა“ .

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ა. მაჭავარიანი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია