საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №237
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
„ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ“ შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე
„ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:
1. საქართველო შეუერთდეს „ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ“ 2007 წლის 23 იანვრის შეთანხმებას .
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებასთან საქართველოს შეერთების შესახებ და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მ. სააკაშვილი