ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 10
2012 წლის 21 მარტი
ქ. ხონი
„ ხონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და ოდენობის დადგენის, მოსაკრებლის გადახდის და მასზე შეღავათების დაწესების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტისა და ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
„ ხონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და ოდენობის დადგენის, მოსაკრებლის გადახდის და მასზე შეღავათების დაწესების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №13 დადგენილებაში (ს.ს.მ. ვებპორტული 110331007, 04.04.20) შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე- 4 მუხლის მე- 2 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ“ მოსახლეობა, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000- ს.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე