„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
150
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი
2012-03-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.160.016133
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება № 150

2012 წლის 20 მარტი

ქ. რუსთავი

 „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1 

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №128 დადგენილებაში (სსმ, 30/12/2011 010250020.35.160) და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების მე -2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ)  საკრებულოს მიერ დადგენილი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი -თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი;

თ)   ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 -ე მუხლზე, კანონით დადგენილი წესით, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე.“.

მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გმოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                 კ . ბარათაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია