,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 01 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-22
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.117.016105
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 01 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2012 წლის 19 მარტი

ქ. ამბროლაური

,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 01 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 01 თებერვლის №05 დადგენილების (სსმ, ვებ გვერდი, 09/02/2012) პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 და მე-6 მუხლების, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე

კრებსითი — სრული ვერსია