„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 02 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-22
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.117.016103
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 02 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2012 წლის 19 მარტი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 02 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.

შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 02 მარტის №11 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 09/032012) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულებაში“ და დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“.

მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   კ. ფარჯანაძე

კრებსითი — სრული ვერსია