„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-22
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.117.016101
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №17

2012 წლის 19 მარტი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.

 „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებით (სსმ V, 30/07/2010 წ., №3; მუხ.34) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში)“ შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 133-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, გამგებელი, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.“ ;

 ბ) 135-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელების წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ - წარდგენიდან 5 დღის ვადაში;“.

მუხლი 2.

 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე

კრებსითი — სრული ვერსია