„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2331
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-01
სარეგისტრაციო კოდი
470.000.000.05.001.001.293
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ1“ ქვეპუნქტი:

„ჩ1) სამედიცინო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან და შეესაბამება ქვეყანაში აღიარებულ სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2331–IIს

კრებსითი — სრული ვერსია