„მშენებლობის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-22
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.159.016086
„მშენებლობის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 19            

2012 წლის 20 მარტი

ქ.

 

 

 

 
მარნეული

„მშენებლობის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის და შესაბამისი ინსტრუქციების დაწესების შესახებ’’ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 080211, 08/02/2011, სარეგ. კოდი 210020010.35.159.016024) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი;”.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               ი. ქერიმოვი

კრებსითი — სრული ვერსია