საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2325
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-01
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.291
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსშიდამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში  (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო” ქვეპუნქტი:

„ო. სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც მოხმარდება რეინვესტირებას (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) და თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას.”.

2. 143-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ” ქვეპუნქტი:

„ნ. სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული სამედიცინო დაწესებულებათა ქონება.”.

3. 158-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ” ქვეპუნქტი:

„უ. სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ გამოიყენება არასამედიცინო ეკონომიკური საქმიანობისათვის.”.

მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და 2003 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცოს ინსტრუქცია სამედიცინო დაწესებულებების მიწისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლების წესის შესახებ.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2325–IIს

კრებსითი — სრული ვერსია