საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №3
2012 წლის 15 მარტი
ქ . ქუთაისი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 20 12 წლის 28 თებერვლის № 2 დადგენილებ ით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებ აში” ცვლილებ ის შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე , ვადგენთ:
მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 20 12 წლის 28 თებერვლის № 2 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში ” (სსმ, ვებგვერდი, 02/03/2012 , სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016036) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომისია ყოველი წლის 31 მარტამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს ენერგეტიკის ა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. კომისიის ანგარიში ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. ”.
2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატების მიერ სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და , საჭიროების შემთხვევაში , შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ აღმასრულებელი დირექტორისათვის წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისათვის საკითხის მომზადება;“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის წევრი: ზ. გაბელაია
მ. ნადირაძე
გ. შონია