საქართველოს მთავრობის
დადგენილება №93
2012 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
„2012‑2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №467 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13.12.2011, 190020060.10.003.016627) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საფუძველზე, სტუდენტის მიერ სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის, ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლების მოპოვებაზე ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე ან დარგებზე/სპეციალობებზე არსებული შეზღუდვა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური