„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
212
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-16
სარეგისტრაციო კოდი
480070000.08.002.016462
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №212

2012 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 „ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი ც ვლ ილებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის (დანართი №1) :

ა.ა) 46-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„46. საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში.“;

ა.ბ) 46-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 პუნქტი:

„461 . საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.“;

ა.გ) 55-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხას, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2) დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე პუნქტი:

„28. საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში.“.

2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 23 აპრილიდან.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია