ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-23
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.166.016062
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

 დადგენილება №17

  2012 წლის 13 მარტი

 ქ. გურჯაანი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად,

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნ ეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №6 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმო შობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 საკრებულოს თავმჯდომარე       ზ . იაგანაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 14.09.2012 წ.  

2. ძალადაკარგულია - გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის დადგენილება № 9 - ვებგვერდი, 28. 01.2013 წ.

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

     მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

     მუხლი 2

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%.

2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელ ი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6% -ით.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებ ია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1%;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9%.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს:

ა) სათიბებზე – 20 ლარს;

ბ) საძოვრებზე – 16 ლარს;

გ) სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე – 87 ლარს;

დ) ტყის მიწებისთვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით:

დ.ა) სათიბებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარს;

დ.ბ) საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარს;

დ.გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) – 43 ლარს.

    მუხლი 5

ამ დადგენილების მიზნებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს– 0.45 ლარს.

    მუხლი 6

 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე – 0,24 ლარი) წელიწადში შეადგენს 0.108 ლარს.

    მუხლი 7

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 8

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

 

მუხლი9 ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები. ( მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 14.09.2012 წ. 

კრებსითი — სრული ვერსია