ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №09
2012 წლის 13 მარტი
ქ. ბათუმი
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 აგვისტოს №7/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ – საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 იანვრის №70 ბრძანებულების თანახმად განისაზღვრა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის უზრუნველსაყოფად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 აგვისტოს №7/2 დადგენილებაში (გაზეთი აჭარა, №118, 18.08.07, გვ.6) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე
დანართი №3
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დასახელება და თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარი) |
| 1 | გამგებელი | 2360
|
| 2 | გამგებლის მოადგილე | 900
|
| 3 | სამსახურის უფროსი | 700
|
| 4 | სამსახურის განყოფილების უფროსი | 500
|
| 5 | გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 450 |
| 6 | მთავარი სპეციალისტი (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი) | 420 |
| 7 | წამყვანი სპეციალისტი (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი) | 400 |
| 8 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული | 700 |
| 9 | ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი – (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი) | 350 |
| 10 | ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი – (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი) | 270 |
| 11 | დამხმარე მოსამსახურე – მძღოლი | 350
|
| 12 | დამხმარე მოსამსახურე – დამლაგებელი | 350
|