,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
204
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-14
სარეგისტრაციო კოდი
120010000.08.002.016461
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №204

2012 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის მქონე პირთათვის დახმარების გაცემის, სოციალური დაცვის, მატერიალურ უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია