„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთა

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
81
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-12
სარეგისტრაციო კოდი
290160000.10.003.016754
„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №81

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრა­მე­ბის/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელ­თა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებუ­ლებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრო­მის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესა­ბა­მისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთა­­ვ­რობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 30/12/2011, 290160000.10.003.016652) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვე­პუნქტი:

 „კ) „სოფლის ექიმის“ (პროგრამული კოდი – 35 03 03 14) პროგრამის „ამბულატორიული მომსახურება სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებუ­ლე­ბებში“ კომპონენტის ფარგლებში შპს „მესტიის ამბულატორიულ-პო­ლიკლინიკური გაერთიანება – სამშობიარო სახლი“ (თვის ლიმიტი – 3 232 ლარი) და შპს „მესტიის რაიონული საავადმყოფო“ (თვის ლიმიტი – 6 400 ლარი) განისაზღვრონ მიმწოდებლად 2012 წლის 9 თებერვლის ჩათ­ვლით. 2012 წლის 10 თებერვლიდან შპს „მესტიის ამბულატორიულ-პო­ლიკლინიკური გაერთიანება – სამშობიარო სახლის“ და „მესტიის რაიო­ნული საავადმყოფოს“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულე­ბების განხორციელებას უზრუნველყოფს შპს „მედიქალ პარკი საქარ­თვე­ლო“ (თვის ლიმიტი – 9 632 ლარი). ამ პუნქტით გათვალისწინებული ჩა­ნა­ცვლების მიზნით სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძი­ებე­ბის გატარება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია