საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5719-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-09
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016612
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 442 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 442. უკანონო სამედიცინო/საექიმო საქმიანობა

1. სამედიცინო საქმიანობა ნებართვის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 10 000 ლარისა.

2. სამედიცინო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 5 000 ლარისა.

3. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველ ან მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით.“.

2. 445 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 445. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

1. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 5 000 ლარისა.

2. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 28 თებერვალი

№5719-Iს

კრებსითი — სრული ვერსია