საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №171
2012 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №315 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №315 ბრძანება.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ბ. ახალაია