სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2012 წლის 5 მარტი
ქ. სამტრედია
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ" ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 14 თებერვლის №7 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 17. 02. 2012. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016058) და დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი