ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-12
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016089
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება № 17

2012 წლის 7 მარტი

ქ . გარდაბანი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 2 0 იანვრის № 3 დადგენილება „ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ .

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

    მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დ ავით აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციულ ი -საპროცესო კოდექსის 22- ე მუხლის მე -3 ნაწილით დადგენილი წესით , უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში .

საკრებულოს თავმჯდომარე            გ . ფეიქრიშვილ ი

შეტანილი ცვლილებები:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 აპრილის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 10.04.2012 წ.

2 . ძალადაკარგულია - გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 3 წლის 1 2 აპრილის დადგენილება № 1 1 - ვებგვერდი, 16 .04.201 3 წ.

 

დანართი

ქონების გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

№

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

17

2

საძოვრები (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)

16

3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ებ ი

3

4

ტყის მიწაზე ( სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)

45

5

კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები

72

    მუხლი 5

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განმსაზღვრელი ტერიტორიული კო ეფიციენტ ებია:

ა) ცენტრალური ზონისთვის (ქ.გარდაბანი დ ავით აღმაშენებლის ქუჩა) – 1.2;

ბ) შუალედური ზონ ისთვის (ქ.გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) – 1.0 ;

ბ ) პერიფერიული ზონისთვის (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) – 0.8 .

2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს :

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ცენტრალური ზონა (ქ. გარდაბ ანი

დავით აღმაშენებლის ქუჩა)

0,24

1, 2

0, 288

2

შუალედური ზონა (ქ ალაქ გარდაბნის დანარჩენი ქუჩები)

0.24

1.0

0.24

3

პერიფერიული ზონა (სოფლები და სოფლებს შორის არეალი)

0,24

0. 80

0,1 92

    მუხლი 6

ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი .

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 აპრილის დადგენილება № 21 - ვებგვერდი, 10.04.2012 წ.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია