წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2017-02-06
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.155.016076
წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

(ძალადაკარგულია - 06.02.2017, №2)

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2012 წლის 6 მარტი

ქ. წალკა

წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -7 მუხლის პირველი ნაწილის, 202 -ე, 204 -ე მუხლების, 206 -ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის და „სასოფლო -სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №23 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   დ. მაჩიტიძე

 

 

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

1.  სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:

 

№

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბ ი (მათ შორის , გაკულტურებული)

2 0

2

საძოვ არი (მათ შორის , გაკულტურებული)

16

3

სახნავი (მათ შორის , მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო

77

2. ტყის მიწებისათვის , რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 1 ჰა-ზე 35 ლარის ოდენობით.

3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს 1 ჰა-ზე 3 ლარის ოდენობით.

4. არასასოფლო-სამეურნეო     დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:

 

№

ტერიტორია

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი

გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ

1

 ქ. წალკა

0.5

0,24

0. 12

2

დაბები, სოფლები, დასახლებათა შორის არეალები

0. 25

0,24

0. 06

3

დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები (50 მ. რადიუსი) თითოეულ მხარეს

0.25

0,24

0.06

 

5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:

ა)  100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;

ბ)  100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი .

6. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.

7. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.

8. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 აპრილის დადგენილება № 13 - ვებგვერდი, 20.04.2012 წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია