ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2012 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
,,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ერდვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №1 დადგენილებაში (10/02/2012; 190.040.000.35.147.016.018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, გაწეული ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი განისაზღვროს თვეში არა უმეტეს 135 (ას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.“.
2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. დაევალოს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის შესაბამისი აღრიცხვის წარმოება“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ე. ბერუაშვილი