„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-13
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.153.016098
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის 5 მარტი

ქ. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის № 8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ‘’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს საგასახადო კოდექსის XXIX თავის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1 . შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №8 დადგენილებაში (სსმ, 13/02/2012 , სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.153.016092 ), კერძოდ :

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 4. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწა ზ ე ქონების გადასახადი შეადგენს :

 

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა)

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და

საკარმიდამო მიწებისთვის 1ჰა

 

82 ლ

სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

 1 ჰა

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

 1 ჰა

ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით

 

 82 ლ

20ლ

 16 ლ

2. ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა . კალანდაძე

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია