,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-09
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016069
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლის  29 თებერვალი

ქ. ცაგერი

„ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის,  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

„ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში (სსმ, 62, 10/12/2010)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

    მუხლი 1

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება.“ .

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 1-ლი მუხლის სათაური და 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო

1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.“ .

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერიტორიული ორგანო შედგება ცაგერის მუნიციპალიტეტის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.“ .

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს ცაგერის მუნიციპალიტეტის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.“ .

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცაგერის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“ .

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      მ . ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია