„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის N242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
151
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2012-02-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-09
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016103
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის N242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №151

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №242 დადგენილებაში შემდეგი ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი: ,,ვ. სოციალურ სფეროში ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობაზე ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ა. ხვადაგიანი

კრებსითი — სრული ვერსია