საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1337
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-03-20
გამოქვეყნების თარიღი
2002-04-05
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.001.049
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 66-ე მუხლის მე-2 ნაწილში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები – სასჯელაღსრულების დაწესებულების განლაგების ადგილზე ჩადენილ დანაშაულთა, აგრეთვე დაწესებულების თანამშრომელთა მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველო – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით სასამართლო აღმასრულებლის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 20 მარტი.

№1337–რს

კრებსითი — სრული ვერსია