„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-06
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.104.016087
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2012 წლის 24 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

 „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,       

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 

 მუხლი 1

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებით (სსმ, 07/02/2012, 280120000.35.104.016083) დამტკიცებული დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულების“ შეიცვალოს სიტყვებით: „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის“;   

ბ) მე-4 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „გამგეობის რწმუნებულისა“ შეიცვალოს სიტყვებით: „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის –წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის“.   

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                           კ. ციმინტია

 

კრებსითი — სრული ვერსია