ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. ლანჩხუთი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №12 დადგენილებაში (სსმ, V, N16, 25.08.2010, მუხ. 436, გვ.122) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს“ მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| 9 | დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი) | 420 |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე