,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-05
სარეგისტრაციო კოდი
470010000.32.057.016079
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №10

2012 წლის 28 თებერვალი

 ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში (გაზეთი ,,აჭარა“ 2007 წლის 6 აპრილი, №54 (22.798), გვ. 11-13) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 61 (სამოცდაერთი) საშტატო ერთეულით.“.

 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია